დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1778 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022138 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1778
2016 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიუდიულ პირს – სოციალური მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) 2017 წლის 31 დეკემბრამდე მიეცეს თანხმობა, რათა მან მის ბალანსზე რიცხული, ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა №51-ში მდებარე №2 შენობა-ნაგებობის II სართულზე არსებული 164.99 კვ.მ ფართი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.16.05.009.005), უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში, აუქციონის გარეშე, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, გადასცეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს“, შესაბამისი წლის „მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მომსახურების ცენტრის განსათავსებლად.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები