დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1774 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 01/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022135 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1774
2016 წლის 1 სექტემბერი
ქ. თბილისი
შპს „ფუდ ფართისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ფუდ ფართს“ (ს/კ: 442570530) იჯარის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) წლის ვადით, ყოველთვიური საიჯარო ქირით – 700 (შვიდასი) ლარად, გადასცეს ქ. თბილისში, გორგასლის ქ. №24-ში შენობა-ნაგებობა №1-ის პირველ სართულზე მდებარე 340 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ფართობი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: № 01.18.05.002.078).
2. ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების შპს „ფუდ ფართისათვის“ იჯარით გადაცემის პირობად განისაზღვროს – სარგებლობაში გადაცემულ ფართში, იჯარის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, კვების ობიექტის ფუნქციონირება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები