საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1770
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022131
  • Word
1770
01/09/2016
ვებგვერდი, 20/09/2016
000000000.00.003.022131
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1770

2016 წლის 1 სექტემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო -სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ქვეპროგრამით – „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები“ (პროგრამული კოდი: 37 01 05) გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, დაგეგმილი ღონისძიების – „თანამედროვე სოფლის განვითარება ერთი საწარმოს მაგალითზე“ ჩატარებასთან დაკავშირებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი