დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24-68 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260050.35.101.016318 |
|
,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-65 დადგენილებით (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 24/12/2014; სარეგისტრაციო კოდი: 010260050.35.101.016069) დამტკიცებულ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში“ და დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს ,,კ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „კ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის’’ მონაცემების საფუძველზე ახდენს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გაანგარიშებას და კომისიისთვის წარდგენას.’’. 2. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტს დაემატოს ,,ნ’’ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: ,,ნ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ,,თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიის’’ მონაცემების საფუძველზე ახდენს საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გაანგარიშებას.’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები