სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

  • Word
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-1513/ო
დოკუმენტის მიმღები სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი
მიღების თარიღი 06/09/2016
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/09/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
02-1513/ო
06/09/2016
ვებგვერდი, 15/09/2016
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების

სააგენტოს უფროსის

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1513/ო

 

2016 წლის 6 სექტემბერი

 

სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ

 

საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის მე-16 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. მიეცეს  უცხოური საწარმოს ფილიალს  ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ (მისამართი: ადიგენის რაიონი, სოფელი არალი, ,,ორჭოშანი“)  ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.   

 2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.  

 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კოლომეტრი, №6). 

4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე. 

 

საფუძველი: უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ ხელმძღვანელის დ. ნადირაშვილის განცხადებები: №83299, 08.08.2016 წ.,  №89113, 26.08.2016 წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №94, 02.09.2016 წ.

 

სააგენტოს უფროსი                                                                                              გია თვალავაძე