დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24-67 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 020080150.35.101.016321 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სამშენებლო სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-96 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 020080150.35.101.016098) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1534 მუხლით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით, 1735 მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების დარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლება აქვთ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეებს.“. 2. დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №2) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513 მუხლით, 533 მუხლით, 55-ე მუხლით, 552 მუხლით, 553 მუხლით, 150-ე მუხლით, 1501 მუხლით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 152-ე მუხლით, 1522 მუხლით, 1534 მუხლით, 159-ე მუხლით, 1591 მუხლით და 1735 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე, ასევე საქართველოს ორგანული კანონის – „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნაწილში საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხსნის, ჩამოხევის, დაფარვის ან დაზიანების სამართალდარღვევებზე.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები