დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24-66 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/10/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260030.35.101.016322 |
|
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის № 20-95 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-95 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 05/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.101.016088) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლის, 1511 მუხლის, 1523 მუხლის, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 2093 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილების, 2341 მუხლის, 239-ე მუხლის 27-ე ნაწილის, 240-ე მუხლის, 242-ე მუხლის 31 ნაწილის, 243-ე მუხლის 21 ნაწილის, 268-ე მუხლის მე-7 ნაწილის, 270-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 273-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
2. დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (შემდგომში – სამსახური) დებულებით განსაზღვრული შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).“. 3. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართის №1).“.
4. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი“.
5. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საჯარო მოხელე, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით,1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. 2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 555 მუხლით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსებმა საჯარო მოხელემ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ, საჯარო მოხელე ავსებს საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.
6. დადგენილების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული წესის (დანართი №1) მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555, 1461 მუხლით, 1511 და 1523 მუხლებით და 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ საჯარო მოხელეზე საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემა ხორციელდება სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის პასუხისმგებელი საჯარო მოხელის ან მოხელეების მიერ. 3. საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 555 მუხლით, 1461 მუხლით, 1511 მუხლით, 1523 მუხლით, 1536 მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში” (შემდგომში – ჟურნალი).“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები