დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 02-1474/ო |
| დოკუმენტის მიმღები | სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი |
| მიღების თარიღი | 29/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-1474/ო
2016 წლის 29 აგვისტო
სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ
საქართველოს კანონის ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ მე-9 მუხლის, მე-16 პუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. მიეცეს უცხოური საწარმოს ფილიალს ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ (მისამართი: წალკის რაიონი, სოფელი ავრანლო) ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების“ საქმიანობის განხორციელების უფლება.
2. ბრძანების პირველ პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია შეტანილ იქნეს სამედიცინო დაწესებულებათა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კოლომეტრი, №6).
4. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.
საფუძველი: უცხოური საწარმოს ფილიალის ,,ენკა ინშაათ ვე სანაი ანონიმ შირქეთის ფილიალი საქართველოში“ ხელმძღვანელის დ. ნადირაშვილის განცხადებები: №83251, 08.08.2016 წ., №87851, 23.08.2016 წ.; ადგილზე შემოწმების აქტი №90, 24.08.2016 წ.
სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ პირველაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები