დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 433 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 410060000.10.003.019498 |
433
12/09/2016
ვებგვერდი, 13/09/2016
410060000.10.003.019498
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თევზჭერის ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №138 დადგენილებაში (სსმ, 94, 12/08/2005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, ლიცენზიის გამცემის მიერ, შესაძლებელია, განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესისაგან განსხვავებული ფასი და ანგარიშსწორების პირობები.“. 2. 71 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ლიცენზიის გამცემს უფლება აქვს, ლიცენზიის მაძიებელს, სამინისტროს შუამდგომლობითა და საქართველოს მთავრობის თანხმობით, განუსაზღვროს დამატებითი სალიცენზიო პირობები.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები