„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 432
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 07/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/04/2017
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019497
432
12/09/2016
ვებგვერდი, 13/09/2016
010240030.10.003.019497
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №432

2016 წლის 12 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 დეკემბრის №341 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 19/12/2013, 010240030.10.003.017508) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო მმართველობას საფინანსო-საბიუჯეტო და საგადასახადო  სფეროში; უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე საბიუჯეტო და საგადასახადო  კანონმდებლობის დაცვასა და შესრულების კონტროლს; კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ეკონომიკური დანაშაულის სფეროში პრევენციულ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას და აწარმოებს გამოძიებას; უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების განკარგვის ეფექტიანი პოლიტიკის გატარებას; ახორციელებს სათამაშო ბიზნესის სახელმწიფოებრივ რეგულირებას; უზრუნველყოფს საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს სახელმწიფო ზედამხედველობას.“.

 2. მე-3 მუხლის  „ხ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ხ1“ და „ხ2“ ქვეპუნქტები:

„ხ1) „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველობა, აღნიშნულ სფეროში მოკვლევის ინიცირება  სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და გამოვლენის მიზნით;

2) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მონაწილეობის მიღება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურთან არსებული ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭოს საქმიანობაში;“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი  შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 7 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი