ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010260040.35.144.016260
18
12/09/2016
ვებგვერდი, 14/09/2016
010260040.35.144.016260
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ქარელის მუნიციპალიტეტი
 
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2016 წლის 12 სექტემბერი

ქ. ქარელი

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე  მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს  კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 მაისის №9 დადგენილებაში ,,ქარელის მუნიციპალიტეტში საქმისწარმოების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების და ტაბელის დამტკიცების შესახებ” (www.matsne.gov.ge 05/05/2014. 010260040.35.144.016142) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 26-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:

„ზ) საკუთრების უფლებააღიარებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე“ ;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის   ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ბეჭედი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეივანე არდემანაშვილი