რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ

  • Word
რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 428
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 02/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 98, 05/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 010.180.000.05.002.002.
  • Word
428
02/09/2003
სსმ, 98, 05/09/2003
010.180.000.05.002.002.
რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №428

2003 წლის 2 სექტემბერი

ქ. თბილისი

რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ

საქართველოს კონსტიტუციის 74-ე მუხლის, რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10, მე-13, და მე-14 მუხლების შესაბამისად:

1. დაინიშნოს რეფერენდუმი 2003 წლის 2 ნოემბერს.

2. სარეფერენდუმოდ გამოტანილი იქნეს საკითხი „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით“.

3. რეფერენდუმის მომზადება და ჩატარება უზრუნველყოს საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) გამოყოს რეფერენდუმის ჩატარებისათვის საჭირო სახსრები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

5. საქართველოს სამინისტროებმა და უწყებებმა, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოებმა, სამხარეო ადმინისტრაციებმა, ქალაქების მერიებმა და რაიონების გამგეობებმა განახორციელონ ღონისძიებანი რეფერენდუმის ორგანიზებულად და კანონის მოთხოვნათა ზუსტი დაცვით ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით.

6. ბრძანებულება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს პრესაში და გადაიცეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.

ე. შევარდნაძე