,,მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახ­დე­ლებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დას­რულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

  • Word

დოკუმენტის ნომერი 262
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 30/12/2009
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 30/12/2009
ძალის დაკარგვის თარიღი 18/02/2010
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
262
30/12/2009
სსმ, 159, 30/12/2009
000000000.00(0).000.000000
,,მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახ­დე­ლებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დას­რულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №262

2009 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

„მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №241 დადგენილებით (სსმ III, 2006 წელი, №172, მუხლი 2318) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, „ე“, „ზ“, „ი“, „შ“ და „ჯ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი, ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტში მითითებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები, 233-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებში, 265-ე მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებსა და 2705-ე მუხლის „ე“, „ვ“, „ზ“, „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი;“.

2. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ.კ“ ქვეპუნქტი:

„ბ.კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური