„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 040150000.22.027.016678
177
27/09/2016
ვებგვერდი, 27/09/2016
040150000.22.027.016678
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №177

2016 წლის 27 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის №158 ბრძანებაში (ვებგვერდი (www.matsne.gov.ge), 29/12/2011, 040150000.22.027.016225) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. №2 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის:

ა) მე-12 და მე-13 გრაფები ამოღებულ იქნეს;

ბ) 37-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე გრაფა:

„38

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება

64.“.

2. №3 დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცხრილის:

ა) მე-5 და მე-6 გრაფები ამოღებულ იქნეს;

ბ) 45-ე გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 46-ე გრაფა:

„46

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი

076.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი