დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | N236-ს |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო |
| მიღების თარიღი | 07/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010190003.51.060.016009 |
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
|
| მუხლი 1 |
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25/06/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.51.060.016001) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. რეგლამენტის VII კარის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საბჭოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს მთავრობასთან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და სხვა ორგანოებთან“. 2. რეგლამენტის XXVI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უმაღლესი საბჭოს ურთიერთობა საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან“. 3. რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1281 მუხლი: „მუხლი 1281 1. უმაღლესი საბჭო, თავისი შემადგენლობიდან უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა, ფარული კენჭისყრით ირჩევს საჯარო სამსახურის საბჭოს 1 წევრს 4 წლის ვადით. 2. საჯარო სამსახურის საბჭოს წევრობის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კომისიას, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს. 3. კანდიდატის დასახელების შესახებ განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ადგენს კანდიდატთა ერთიან სიას დასახელების რიგითობის მიხედვით. 4. კანდიდატის დასახელების შემდეგ, სხდომის თავმჯდომარე წარადგენს კანდიდატთა სიას. კანდიდატს უფლება აქვს მოხსნას თავისი კანდიდატურა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 5. თუ არჩევნებში ერთი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერ აირჩა, მაშინ ტარდება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა დააგროვა, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაში ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, ტარდება ხელახალი არჩევნები. 6. თუ არჩევნებში ორზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, მაშინ ტარდება არჩევნების მომდევნო ტური იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს. თუ მომდევნო ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატურას. კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას ტარდება ხელახალი კენჭისყრა. ყოველი კენჭისყრის წინ კანდიდატი უფლებამოსილია მოხსნას თავისი კანდიდატურა. 7. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეულ საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება, მისი როგორც უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. 8. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის გამოწვევის საკითხის ინიცირება სათანადო წერილობითი დადასტურების შემთხვევაში შეუძლია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ფრაქციას, უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ ხუთკაციან ჯგუფს. 9. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრი, საჯარო სამსახურის საბჭოდან გამოწვეულად ჩაითვლება, თუ აღნიშნულ გადაწყევტილებას მხარს დაუჭერს უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ უმაღლესი საბჭოს სიით შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედისა. გადაწყვეტილება მიიღება ფარული კენჭისყრით. 10. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე განაცხადოს მისთვის საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, რის თაობაზეც შესაბამისი განცხადება წარედგინება უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც მას გააცნობს უმაღლესი საბჭოს. უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტილად ითვლება შესაბამისი განცხადების პრეზიდიუმისათვის წარდგენის დღიდან. უმაღლესი საბჭო ცნობად იღებს აღნიშნულ ფაქტს, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. 11.უმაღლესი საბჭოს მიერ არჩეული საჯარო სამსახურის საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საჯარო სამსახურის საბჭოს წევრს უმაღლესი საბჭო ირჩევს დადგენილი წესით უახლოეს სხდომაზე.“. |
| მუხლი 2 |
1. ეს რეგლამენტი, გარდა ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ რეგლამენტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
7 სექტემბერი 2016 წ. ქ. თბილისი NN236-ს
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები