„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 513
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 09/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016571
513
09/09/2016
ვებგვერდი, 12/09/2016
140130000.22.034.016571
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №513

2016 წლის 9 სექტემბრი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 140130000.22.034.016246) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი  ცვლილება:

1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამინისტროს მოსამსახურეს სამსახურებრივი უფლებამოსილების დასადასტურებლად ეძლევა მინისტრის მიერ დამტკიცებული ნიმუშის შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობა (საჭიროების შემთხვევაში – სპეციალური ჟეტონი).“.

2. მე-9 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების მქონე სამინისტროს მოსამსახურის მიერ დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, თვალსაჩინოდ ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის სატარებელი ბუდით ტარებისა.“.

3. მე-19 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) უცხო ქვეყნის მოქალაქე/უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, საქართველოს კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა;“.

4. 25- მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზოგიერთ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ სპეციალურ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს, რომელმაც მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის მიხედვით გაიარა შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი,  აკადემიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა ან/და აკადემიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს. ეს თანამდებობებია:

ა) დეტექტივ-გამომძიებელი და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი;

ბ) უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;

გ) პატრულ-ინსპექტორი და მესაზღვრე-კონტროლიორი;

დ) სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე;

ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სახაზო დანაყოფების ოცმეთაური, ასმეთაური, განყოფილების უფროსი და განყოფილების უფროსის მოადგილე;

ვ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მესაზღვრე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გაიაროს ამავე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სპეციალური მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსი,  გარდა იმ შემთხვევისა, თუ იგი არის აკადემიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა, ან/და აკადემიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ამ მიზნით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის ხელმძღვანელი ვალდებულია, აღნიშნული პირი პოლიციაში მიღებიდან (სამინისტროში ჩარიცხვიდან) არაუგვიანეს 6 თვის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის გასავლელად მის აკადემიაში წარდგენას.“. 

5. 74- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 „მუხლი 74. სპეციალური ნორმები სსიპ-თან დაკავშირებით

1. სსიპ-ის მოსამსახურეთა (გარდა სსიპ-ის უფროსის მოადგილისა) თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლებას, ასევე საკუთარი ასიგნებების ფარგლებში შტატგარეშე მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლებას (ხელშეკრულების გაფორმება-შეწყვეტა) ახორციელებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი. სსიპ – „112“-ის დირექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამავე სსიპ-ის დირექტორი.

2. სსიპ-ის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესს ადგენს სსიპ-ის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. დაცვის პოლიციაში ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო სამსახურის გასავლელად მოქალაქეებს ჩარიცხავს, უმცროს სპეციალურ წოდებას მიანიჭებს, ვადიანი საკონტრაქტო სამსახურიდან ამორიცხავს, სამსახურიდან დათხოვნისას „რიგითის“ სამხედრო წოდებას მიანიჭებს და შემდგომში სამხედრო ძალების რეზერვში ჩარიცხავს დაცვის პოლიციის კურატორი მინისტრის მოადგილე.

4. სსიპ-ის სპეციალური წოდების მქონე პირს (გარდა ვადიანი სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურისა) უმცროს და პირველად საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს სსიპ-ის ხელმძღვანელი ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი (გარდა დაცვის პოლიციისა). დაცვის პოლიციაში უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებას ანიჭებს დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი, ხოლო სხვა სპეციალურ წოდებებს – კურატორი მინისტრის მოადგილე.

5. დამატებით მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს დაცვის პოლიციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, განსაზღვრავს მინისტრი. სპეციალური წოდების მქონე დაცვის პოლიციის მოსამსახურე, რომელიც ვერ დააკმაყოფილებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დამატებით მოთხოვნებს, ექვემდებარება თანამდებობრივ გადაადგილებას ან სამსახურიდან დათხოვნას.

6. სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მოსამსახურეთა სამუშაოდ მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით.“.

6. 75- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის და უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს აკადემიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა, აკადემიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:

ა) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;

ბ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები;

გ) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პატრულ-ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის:

დ.ა) დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.ბ) დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.გ) საბაზისო მომზადების კურსი;

დ.დ) სპეციალური მომზადების კურსი;

დ.ე) კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;

დ.ვ) სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

დ.ზ) დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.“.

7. 76- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 76. დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე დანიშვნა

სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში (შემდგომში – ოპერატიული ქვედანაყოფები) დეტექტივ-გამომძიებლისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს აკადემიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა, აკადემიის მაგისტრის აკადემიური  ხარისხის მქონე პირი ან პირი, რომელსაც აკადემიაში გავლილი აქვს:

ა) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა;

ბ) დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები; 

გ) დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები.“.

8. 77- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს აკადემიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის დიპლომის დანართითაც დასტურდება საპოლიციო სამართლის მიმართულებით სასწავლო კურსის გავლა, აკადემიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან პირი, რომელსაც აკადემიაში  გავლილი აქვს:

ა) პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ან პატრულ-ინსპექტორთა  სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

ბ) უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი ან უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსები;

გ) დეტექტივ-გამომძიებლის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, დეტექტივ-გამომძიებლებისა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების გადამზადების კურსები ან დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის სპეციალური გადამზადების კურსები;

დ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მისაღებად შერჩეულ კანდიდატთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი, სამინისტროს საპატრულო პოლიციის სპეციალური მომზადების კურსი ან სამინისტროს საპატრულო პოლიციის კანდიდატთა სპეციალური მომზადების კურსი;

ე) სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსი;

ვ) სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამა.“.

9. 78- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების კურსს არ გაივლის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასანიშნი პირი, თუ იგი არის აკადემიის მაგისტრი ან 2015 წლის 2 აპრილამდე აკადემიაში გაიარა შესაბამის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურებისთვის დადგენილი სპეციალური გადამზადების კურსი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი