„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1-1/492
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 13/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 370040000.22.024.016461
1-1/492
13/09/2016
ვებგვერდი, 13/09/2016
370040000.22.024.016461
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/492

2016 წლის 13 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 3 აგვისტოს №1-1/410 ბრძანებით (ვებგვერდი, 03/08/2016, სარეგისტრაციო კოდი: 370040000.22.024.016455) დამტკიცებულ  წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რეესტრი, ელექტრონული პორტალის (economy.napr.gov.ge)  მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, შემდგომში ამ წესის შესაბამისად ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

6. სააგენტო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომართვიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად.".

2.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7-მე-8 პუნქტები:

„7. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს.

8. სააგენტოს მიერ მე-6 პუნქტით მითითებულ ვადაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების განუხორციელებლობა ჩაითვლება ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს   80 ლარის ოდენობით;

ბ)1,5 ჰა-დან  5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით.” .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი