„თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016276
24
07/09/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
010250000.35.154.016276
„თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №24

2016 წლის 7 სექტემბერი

დაბა თიანეთი

„თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  63-ე მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
შეტანილ იქნეს ცვლილება  „დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის  №11  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge გამოქვეყნების თარიღი 19/04/2016 სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016263) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-5 მუხლის „უ“ პუნქტს,  დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ.ა“ და „უ.ბ“ ქვეპუნქტები:

„უ.ა) ადასტურებს ან უარყოფს  დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ქონების მართვის სააგენტოსადმი უძრავი ნივთის პირვატიზების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად“.;

„უ.ბ)დასახლების საერთო კრების მიერ „უ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, ერთი თვის ვადაში, მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებლის მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება“.

მუხლი 2.               
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური