“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 29/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016275
23
07/09/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
010250000.35.154.016275
“დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2016 წლის 7 სექტემბერი

დაბა თიანეთი

 

„დასახლების საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  მე-63 მუხლის  და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
შეტანილ იქნეს ცვლილება  „დასახლების საერთო კრების  დებულების დამტკიცების შესახებ” თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 17 თებერვლის  №5  დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge 22/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016257) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 მე-4 მუხლის  „ზ“ პუნქტს  დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტები:

„ზ.ა) ადასტურებს ან უარყოფს  დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს,  ქონების მართვის სააგენტოსადმი უძრავი ნივთის პირვატიზებაზე შუამდგომლობის მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად“;

„ზ.ბ) დასახლების საერთო კრების მიერ „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე, ერთი თვის ვადაში მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის შესაბამისი წინადადების წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილებლის მიუღებლობა საკითხის განხილვის გაგრძელებაზე უარის თქმად ჩაითვლება“.


მუხლი 2.           
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური