ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ

  • Word
ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 335
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 10/07/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 71, 14/07/2003
სარეგისტრაციო კოდი 020.080.000.05.002.002
  • Word
335
10/07/2003
სსმ, 71, 14/07/2003
020.080.000.05.002.002
ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №335

2003 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისათვის გადახდილი ჯარიმის განაწილების წესის შესახებ

�საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ� საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად:

1. �საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის� 153-1533, 154, 1541-1542, 1551-1552, 157, 158, 1581, 159-1594, 163, 164-1644, 165-1652, 178, 193-195 მუხლებით გათვალისწინებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ გამოვლენილი სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მობილიზებული (ფაქტობრივად ჩარიცხული) თანხების 30 პროცენტი ჩაირიცხოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალური სახსრების ანგარიშზე.

2. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემული თანხები, ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, გამოყენებულ იქნეს ფინანსთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომელთა, განსაკუთრებით კი იმ პირთა მატერიალური სტიმულირებისათვის, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ზემოხსენებული სამართალდარღვევების გამოვლენასა და საჯარიმო თანხების მობილიზებაში.

ე. შევარდნაძე