„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
მიღების თარიღი 08/09/2016
დოკუმენტის ტიპი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 23/05/2019
სარეგისტრაციო კოდი 010100000.62.074.016012
3
08/09/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
010100000.62.074.016012
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი
 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის

ბრძანება №3

2016 წლის 8 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2016 წლის 4 მარტის №1 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 04.03.2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016010) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ინსპექტირების ჩატარების ინიციირება მოქალაქეთა განცხადებებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;“;

2. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დეპარტამენტის მოსამსახურეები არიან:

ა) ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი;

ბ) სიტუაციური ანალიზის მენეჯერი;

გ) სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

დ) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

ე)  მონაცემთა უსაფრთხოების ანალიტიკოსი;

ვ) უფროსი აუდიტორები;

ზ) აუდიტორები.“.

3. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს მოსამსახურეები არიან:

ა) საჯარო და კერძო სექტორზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

ბ) უფროსი აუდიტორი;

გ) აუდიტორები.“.

მუხლი 2
 

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორითამარ ქალდანი