„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 11/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.166.016285
31
05/09/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
010250050.35.166.016285
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი
 
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებით დამტკიცებულ დანართ №1-სა და დანართ №2-ში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11.01.2016, 010250050.35.166.016251) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დანართ №1-ში „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების 2016 წლის  პროგრამა“:

ა) მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,20.  სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-მდეა.

ბ) მე-9 მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. სოციალურად დაუცველი  და ობოლი სტუდენტების  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის  (სტუდენტის) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე) სტუდენტის მოწმობა;

ვ) შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლის ანგარიშის ნომერი;

ზ) ცნობა სასწავლებლიდან მიმდინარე სასწავლო წლის დავალიანების შესახებ;

თ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი