დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის №195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 35 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 27/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320000.22.023.016401 |
|
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება –
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის №195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 6 აპრილის №195 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 06/04/2015, ს/კ 010320000.22.023.016318) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 1-ში „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
მე-3 მუხლის: |
ა.ა)
მე-12 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ა.ბ)
მე-16 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საკადრო საქმიანობის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
ა.გ)
მე-17 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საქმისწარმოების მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ბ)
მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება;“; |
გ)
მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. შიდასამსახურებრივი კონტროლის სამსახური 1. სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარაო სამართლის იურიდიულ პირში შიდასამსახურებრივი კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებს 3-წლიანი გამოცდილება; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება. 2. სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარაო სამართლის იურიდიულ პირში შიდასამსახურებრივი კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; ე) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება. 3. სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“; საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“, ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანება.“ |
დ)
მე-6 მუხლის: |
დ.ა)
მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
დ.ბ)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
დ.გ)
მე-10 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ე)
მე-7 მუხლის: |
ე.ა)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ე.ბ)
მე-9 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ვ)
მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ზ)
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური 1. სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა; ზ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანება „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 2. სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word-კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა; ზ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანება „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 3. სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა; ზ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“; თ) ფიზიკური ნორმატივები: თ.ა) ფიზიკური ნორმატივების ჯგუფების მინიმალური ზღვარი მამაკაცებისთვის: 31 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 4 წთ. 25წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 15,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 35; პრესის ვარჯიში – 40; 31 წლიდან 36 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 4 წთ. 55წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 16,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 30; პრესის ვარჯიში – 35; 36 წლიდან 41 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5 წთ. 05წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 17,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 25; პრესის ვარჯიში – 32; 41 წლიდან: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5წთ. 25წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 18,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 20; პრესის ვარჯიში – 30; თ.ბ) ფიზიკური ნორმატივების ჯგუფების მინიმალური ზღვარი ქალებისთვის: 31 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 16 წმ.; პრესის ვარჯიში – 20; 31 წლიდან 36 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 6 წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 17 წმ.; პრესის ვარჯიში – 15; 36 წლიდან: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 7 წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 18 წმ.; პრესის ვარჯიში – 10.“. |
2.
პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართ 2-ში „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების (სამმართველოების) მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
პირველი მუხლის: |
ა.ა)
პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. რეგიონული სამმართველოს უფროსი (გარდა შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს უფროსისა) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“, საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“.“ |
ა.ბ)
მე-3-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგიონული სამმართველოს მთავარი სპეციალისტი (იურისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) და პროგრამა კოდექსის ცოდნა; გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ“, საქართველოს კანონი „საქართველოს ტყის კოდექსი“, საქართველოს კანონი „ტყის ფონდის მართვის შესახებ“, საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონი „წყლის შესახებ“, საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ”, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე - ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე - ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 4. რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად, Microsoft Office PowerPoint – კარგად) ცოდნა; გ) მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება: დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევათა კოდექსი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 5. რეგიონული სამმართველოს უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად, Microsoft Office PowerPoint – კარგად) ცოდნა; გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება: დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევევათა კოდექსი, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2006 წლის 1 მარტის №271 ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ერთიანი აღრიცხვის, საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირებისა და სააღრიცხვო-ანალიტიკური საქმიანობის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 6. რეგიონული სამმართველოს სპეციალისტი (საქმისმწარმოებელი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად , Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) სასურველია მუშაობის გამოცდილება; დ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 იანვრის №170 ბრძანება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 7. რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა; ზ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. 8. რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word – კარგად, Microsoft Office Excel – კარგად) ცოდნა; გ) საჯარო სამსახურში ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; დ) სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიმართულებით მუშაობის ან ძალოვან სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება; ე) სავალდებულოა სამხედრო ვალდებულების მოხდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ვ) სავალდებულოა ავტომანქანის მართვის მოწმობა; ზ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი (კარი X – დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონი „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“, საქართველოს კანონი „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №759 დადგენილება „საქართველოს ტერიტორიაზე ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას, უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების შესახებ“, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 17 ოქტომბრის №21 ბრძანებით დამტკიცებული „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესის დამტკიცების შესახებ“, „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილება, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილება, „თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №423 დადგენილება, „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის №95 ბრძანება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №26 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“. თ) ფიზიკური ნორმატივები: თ.ა) ფიზიკური ნორმატივების ჯგუფების მინიმალური ზღვარი მამაკაცებისთვის: 31 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 4 წთ. 25წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 15,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 35; პრესის ვარჯიში – 40; 31 წლიდან 36 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 4 წთ. 55წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 16,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 30; პრესის ვარჯიში – 35; 36 წლიდან 41 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5 წთ. 05წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 17,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 25; პრესის ვარჯიში – 32; 41 წლიდან: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5წთ. 25წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 18,5 წმ.; მიწიდან აზიდვა – 20; პრესის ვარჯიში – 30; თ.ბ) ფიზიკური ნორმატივების ჯგუფების მინიმალური ზღვარი ქალებისთვის: 31 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 5წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 16 წმ.; პრესის ვარჯიში – 20; 31 წლიდან 36 წლამდე: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 6 წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 17 წმ.; პრესის ვარჯიში – 15; 36 წლიდან: 1-კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა – 7 წთ. 30 წმ.; 100-მეტრიანი დისტანციის დაფარვა – 18 წმ.; პრესის ვარჯიში – 10.“; |
ბ)
მე-2 მუხლის: |
ბ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. კახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“; |
ბ.ბ)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ბ.გ)
ბ.გ) მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
გ)
მე-3 მუხლის: |
გ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“; |
გ.ბ)
მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
გ.გ)
მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
დ)
მე-4 მუხლის: |
დ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“; |
დ.ბ)
მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
დ.გ)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
ე)
მე-5 მუხლის: |
ე.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამცხე - ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“; |
ე.ბ)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ე.გ)
მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ე.დ)
მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ვ)
მე-6 მუხლის: |
ვ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“; |
ვ.ბ)
მე-5 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება; |
ვ.გ)
მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ვ.დ)
მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ზ)
მე-7 მუხლის: |
ზ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“ |
ზ.ბ)
მე-6 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ზ.გ)
მე-7 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ზ.დ)
მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
თ)
მე-8 მუხლის: |
თ.ა)
სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. აჭარის რეგიონული სამმართველოს გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება“ |
თ.ბ)
მე-3 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
თ.გ)
მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“; |
ი)
მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;“ |
| მუხლი 2 |
1.
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა (დანართი 2), ამოქმედდეს 2016 წლის 9 სექტემბრიდან. |
2.
ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი (დანართი 2) ამოქმედდეს 2016 წლის 16 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები