„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
ძალაში შესვლის თარიღი 16/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016400
34
06/09/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
360010010.22.023.016400
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №34

2016 წლის 6 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №204 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 01/07/2015, ს/კ: 360010010.22.023.016327) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება (დანართი №1)“;“.

2. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება“.

3. პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო (შემდგომში – სამართველო).“;

ბ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სამმართველოები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები

1. სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) კახეთის რეგიონული სამმართველო:

ა.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თელავის; საგარეჯოს; გურჯაანის; ახმეტის; ყვარლის; სიღნაღის; ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

ა.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩა №7;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო:

ბ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

ბ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი,  ფიროსმანის ქუჩა №19;

გ) აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო:

გ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: მცხეთის; გორის; ხაშურის; კასპის; ქარელის; თიანეთის; ყაზბეგის; დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები;

გ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №5;

დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო:

დ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;

დ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, კეცხოველის ქუჩა №1;

ე) დასავლეთის რეგიონული სამმართველო:

ე.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი; საჩხერის; ჭიათურის; ზესტაფონის; ხარაგაულის; ბაღდათის; თერჯოლის; ტყიბულის; წყალტუბოს; ხონის; სამტრედიის; ვანის; ლანჩხუთის; ჩოხატაურის; ოზურგეთის; ონის; ამბროლაურის; ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები;

ე.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა;

ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:

ვ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები;

ვ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, კოსტავას ქ. №58.

ზ) აჭარის რეგიონული სამმართველო:

ზ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;

ზ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, გორგასლის ქ. №124.“.

2. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივ სამუშაოს ადგილს) გარეთ.“;

გ) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებ(ები)ა.“;

დ) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;

გ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და  სამმართველოს უფროსთან წარდგენის უზრუნველყოფა;

დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, განახორციელოს დათვალიერება/ შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო  საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები;

ვ) სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი პირის დაუმორჩილებლობის (გაქცევის) შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დევნა მისი დაკავება;

ზ) პატრულირების განხორციელება სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;

თ) პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;

ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

კ) დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი საჯარო მოსამსახურეთათვის თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.

4. პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ დანართი №2-ის მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოების გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების საჯარო მოსამსახურეთა დახმარებით;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 16 სექტემბრიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი