„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.143.016400
29
05/09/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
010250050.35.143.016400
„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2016 წლის 5 სექტემბერი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის №30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“   61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის  დებულების დამტკიცების შესახებ“  ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის 14 ივლისის №30 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, 010250050.35.143.016257) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; გასცემს ფიზიკური პირისათვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის შესახებ ცნობას“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6  მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ე.მ “ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ე.მ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან/და დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების (მათ შორის, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების) მიზნით ქმნის კომისიას, რომელთა უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით ან/და კანონის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“;

გ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 154 მუხლი:   

მუხლი 154.  სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის  განხორციელების პროცესში გამგებლის წარმომადგენლის უფლებამოსილებები

1. სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში გამგებლის წარმომადგენელი:

ა) საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა;

ბ) ახორციელებს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გამგებლის წარმომადგენელი  „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას იყენებს ადმინისტრაციული წარმოებისათვის საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ დოკუმენტების ფორმებს.

3. გამგებლის წარმომადგენლის „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.“;

დ) დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 371.  გამგეობის კომისიის  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი

ამ დებულების  მე-6 მუხლის მე-3  პუნქტის „ე.მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისია, კანონით ან უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –  განკარგულება.“;

გ)  დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 372  მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 372. კომისიის ბეჭედი

ამ დებულების  მე-6 მუხლის მე-3  პუნქტის „ე.მ“ ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების შესაბამისად შექმნილ კომისიას აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის  გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა შუბითიძე