დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.146.016118 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციაპლიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 11 აგვისტოს №10 დადგენილებით (სსმ, №15, 24.08.2010 წ., 001026020.35.146.000399) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი რედაქციის 11¹ მუხლი:
„მუხლი 11¹. პირის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის შექმნა 1. პირის ქურთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია (შემდგომში – კომისია) ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას, რითაც შესაძლებელია დადგინდეს ერთ-ერთი ან შემდეგი რამდენიმე გარემოება: ა) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოში ჯამურად არანაკლებ 5 წლის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი; ბ) საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში 1993 წლის 31 მარტისათვის საქართველოში ყოფნის/ცხოვრების ფაქტი; გ) „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის პირველი პუქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ტერიტორიის დატოვების ფაქტი”. 2. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 3. კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის №139 ბრძანების საფუძველზე შექმნილი პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ.". |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები