„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 02/09/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 21/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.174.016178
42
02/09/2016
ვებგვერდი, 06/09/2016
010250020.35.174.016178
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 03 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ქალაქ გორის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2016 წლის 2 სექტემბერი

ქ. გორი

 

„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის №51 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების დადგენის შესახებ“ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 3 ივლისის  №51 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 09/07/2015; ს/კ 010250020.35.174.016093) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 1-ს დაემატოს მე-11 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „11. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ  71 კვ.მ  ს/კ 66.45.12.402 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 9 000 (ცხრა ათასი) ლარით,   საიჯარო ქირა თვეში   300 (სამასი) ლარით.“;

ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართი 1-ს დაემატოს მე-12 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„12. ქალაქი გორი, ქუთაისის ქუჩის მიმდებარედ 35კვ.მ  ს/კ 66.45.12.403 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე საწყისი საპრივატიზებო ფასი განისაზღვროს 4 400 (ოთხი ათას ოთხასი) ლარით,   საიჯარო ქირა თვეში 150  (ას ორმოცდაათი) ლარით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია მეტრეველი