დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1691 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022100 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1691
2016 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის“ გასაფორმებელი შეთანხმების შესახებ
1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს „საქართველოს მთავრობას, წარმოდგენილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახით და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემას შორის“ გასაფორმებელი შეთანხმება.
2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, გამოყენებულ იქნეს შეთანხმებით გათვალისწინებული შესყიდვების პროცედურები.
3. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებაზე ხელის მოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს დავით ხუციშვილს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები