შპს,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს ,,საქაერონავიგაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1686
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022105
  • Word
1686
16/08/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
000000000.00.003.022105
შპს,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს ,,საქაერონავიგაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1686

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს ,,საქაერონავიგაციის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვის  გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელებისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობის, აღჭურვის და ოპერირების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით:

ა) შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიეცეს უფლება დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საჰაერო ხომალდების სადგომის (ბაქანის) გაფართოების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით;

ბ) შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და შპს ,,საქაერონავიგაციას“ მიეცეთ უფლება ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა, აღჭურვა და ოპერირებაში შესაყვანად აუცილებელი სრული საპროექტო მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. დაევალოს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“, უზრუნველყოს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და შპს ,,საქაერონავიგაციის“ მიერ, შემჭიდროებულ ვადებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი აეროპორტის მშენებლობა, აღჭურვა და ოპერირება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (შპს ,,საქაერონავიგაციის“ მხრიდან განსახორციელებელი ღონისძიებები მოიცავს სანავიგაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, აღჭურვასა და ოპერირებაში შეყვანას).

3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ განხორციელდეს მესამე პირებისგან მოზიდული თანხებით (სესხით), ხოლო შპს ,,საქაერონავიგაციის“ მიერ – საკუთარი ან/და მოზიდული სახსრებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   გიორგი კვირიკაშვილი