დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის N37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/09/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.117.016301 |
|
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №37 დადგენილებით დამტკიცებულ „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალურ პროგრამაში“ (www.matsne.gov.ge; 29/12/2015წ.; სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.117.016280) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
|
ა)
პროგრამის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) კომპიუტერული ტომოგრაფია.“; |
ბ)
პროგრამის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. სამედიცინო მომსახურების დაფინანსება სამედიცინო მომსახურებისათვის საყოველთაო და სხვა სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლის გადასახდელი ნაწილი დაფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, წლიური ლიმიტი არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა (გარდა დიალიზისა, C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა, მაობლიტირებელი ენდარტერიტის (განგრენის წინა პერიოდი) მედიკამენტური მკურნალობისა და კომპიუტერული ტომოგრაფიისა)."; |
გ)
პროგრამას დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 პუნქტი:
„მუხლი 62. ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა (კომპიუტერული ტომოგრაფია) 1. ბენეფიციარს კომპიუტერული ტომოგრაფია დაუფინანსდება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წელიწადში არაუმეტეს 400 (ოთხასი) ლარისა; 2. ბენეფიციარმა/წარმომადგენელმა დაფინანსების მიღების მიზნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან ცნობა ჯანმრთელობის შესახებ (ფორმა N100); დ) კლინიკური სამკურნალო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა ან ინვოისი); ე) ცნობა/მიმართვა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრიდან სამედიცინო მომსახურების დაფინანსების არარსებობის ან ნაწილობრივი დაფინანსების არსებობისა და მისი ოდენობის შესახებ; ვ) ცნობა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების შესახებ.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები