დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1676 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022091 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1676
2016 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიუდიულ პირს – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული №1 დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება, უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადასცეს ა(ა)იპ – კახეთი-იონს.
2. ა(ა)იპ – კახეთი-იონმა უზრუნველყოს მიღებული მოძრავი ქონების გადაცემა, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობებით, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის – „პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ კომპონენტის მიმწოდებელი ფიზიკური პირებისათვის №2 დანართის შესაბამისად.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, ცენტრმა უზრუნველყოს მოძრავი ქონების გადაცემა ა(ა)იპ – კახეთი-იონზე და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები