დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1675 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 16/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022092 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1675
2016 წლის 16 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველს მთავრობის წინასწარი თანხმობის გაცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიეცეს წინასწარი თანხმობა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების №1 დანართით გათვალისწინებული CPV კოდების: 30211000 („მეინფრეიმი“/სერვერი), 30213000 (პერსონალური კომპიუტერები), 30231000 (გამომთვლელი მანქანების ეკრანები და სამართავი პულტები) და 30232000 (პერიფერიული მოწყობილობები) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები