„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №493 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1669
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022119
  • Word
1669
16/08/2016
ვებგვერდი, 08/09/2016
000000000.00.003.022119
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის №21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №493 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №166 9

2016 წლის 16 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის 21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის 493 განკარგულებაში ცვლილებების შეტანისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „ტბებისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის 21/06/11 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „ტბების“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის 493 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. შპს „ტბებმა“ (ს/კ: 400007666) ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაწყურში მდებარე 13 700 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: 1 (არასაცხოვრებელი), განაშენიანების ფართობი – 288 კვ.მ, 2 (არასაცხოვრებელი), განაშენიანების ფართობი – 92 კვ.მ, 3 (არასაცხოვრებელი), განაშენიანების ფართობი – 35 კვ.მ, 4 (არასაცხოვრებელი), განაშენიანების ფართობი – 15 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 64.31.04.403), უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში, უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს საკუთრებაში, ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

3. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „ტბები“ გათავისუფლდეს მასსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (უფლებამონაცვლე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) შორის 2011 წლის 30 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ამ განკარგულების საფუძველზე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან .

4. ამ განკარგულების პირველი და მე-3 პუნქტები ძალაში შევიდეს მას შემდეგ, რაც შპს „ტბების“ მიერ შესრულდება ამ განკარგულების მე- 2 პუნქტით განსაზღვრული პირობა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                გიორგი კვირიკაშვილი