„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N648 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1760
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022120
  • Word
1760
26/08/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
000000000.00.003.022120
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის N648 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1760

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის 648 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №648 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემულ ქონებაზე სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება არაუგვიანეს 2017 წლის 21 ივნისისა;

 ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასტუმროს მშენებლობისა და ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „All Seasons“-ს (ს/კ: 404903510) შორის 2012 წლის 23 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2 700 000 (ორი მილიონ შვიდასი ათასი) ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება, რომლის ვადაც განისაზღვრება ამ განკარგულების საფუძველზე გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით. აქედან, არანაკლებ 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება განისაზღვროს 2015 წლის 21 აპრილიდან, 2017 წლის 22 ივნისამდე.“.

 2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შპს „All Seasons“ (ს/კ: 404903510) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და შპს „All Seasons“-ს შორის 2012 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული ან/და დასაკისრებელი პირგასამტეხლოსაგან (გარდა 132 500 (ას ოცდათორმეტი ათას ხუთასი) ლარისა), იმ პირობით, რომ შეასრულებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №648 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საპრივატიზებო პირობებს.

 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №648 განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვნად შესრულებისათვის დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად შპს „All Seasons“-მა (ს/კ: 404903510) წარადგინოს 135 000 (ას ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობის ახალი/შეცვლილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც უნდა აღემატებოდეს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „All Seasons“-ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 10 ივლისის №10/07/05 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „All Seasons“-ის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 26 მარტის №648 განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადას 4 (ოთხი) თვით.

 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი