დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1756 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 26/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022115 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1756
2016 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, სოფელ გლდანში მდებარე 140 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №72.13.16.372) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 2100 (ორი ათას ასი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისს“ (ს/ნ: №205129617).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე გაზგამანაწილებელი სადგურის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება არაუგვიანეს 2017 წლის 01 თებერვლისა.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები