„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №276 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1755
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 26/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022114
  • Word
1755
26/08/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
000000000.00.003.022114
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №276 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1755

2016 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ - „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №276 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა(ა)იპ – „ორ ავნერ და ჰანასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 თებერვლის №276 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გადაცემული უძრავი ქონების ბაზაზე, არაუგვიანეს 2019 წლის 24 თებერვლისა, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, სასწავლო დანიშნულების შენობის მშენებლობა, მისი ექსპლუატაციაში მიღებისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილება და რემონტის ჩატარება;

გ) ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში უზრუნველყოს უძრავი ქონების ზოგადსაგანმანათლებლო/ სააღმზრდელო პროფილით, ასევე, აღნიშნული საქმიანობისათვის აუცილებელი მიზნებისათვის გამოყენება.“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი