„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1089 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1737
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022058
  • Word
1737
24/08/2016
ვებგვერდი, 07/09/2016
000000000.00.003.022058
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის №1089 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №173 7

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის 1089 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ა(ა)იპ - სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე

 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციისათვის უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 17 ივნისის 1089 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, რომ ა(ა)იპ სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას (ს/კ: 204905736) უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადით, გადასცეს ქალაქ თბილისში, ირემაშვილის ქუჩა (ყოფილი ჟღენტის) 1-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მესამე სართულზე არსებული 1012.87 კვ.მ ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 01.12.03.016.017). ამასთან, ამ პუნქტით განსაზღვრული ქონების უკანონო მფლობელებისაგან გამოუთავისუფლებლობის შემთხვევაში, ამავე პუნქტით გათვალისწინებული უზუფრუქტის უფლების ვადა გაგრძელდეს შესაბამისი უზუფრუქტის ხელშეკრულების გაფორმებიდან, გადაცემული ქონების უკანონო მფლობელებისაგან გამოთავისუფლებამდე არსებული პერიოდით.

  2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობად განისაზღვროს გადაცემული ქონების გამოყენება სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი სახელობო ინკლუზიური ცენტრის ფუნქციონირებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების მიზნით, უკანონო მფლობელებისგან ქონების გამოთავისუფლების შემდეგ.“.

  2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)იპ სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას შორის 2014 წლის 24 ივნისს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების თანახმად, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე დაკისრებული/ დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან.

 3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი