ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

  • Word
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1731
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022063
  • Word
1731
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022063
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1731

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31  პუნქტის  შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №1533 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად საჭირო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, 881 600 (რვაას ოთხმოცდაერთი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში, განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, კერძოდ:

ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური წყალსადენის წყალსაქაჩი სადგურის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები - 679 000 (ექვსას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში;

ბ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჩოხატაური - ბუკისციხის საავტომობილო გზის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ბუკისციხის მიმდებარედ) დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციის სამუშაოები - 202 600 (ორას ორი ათას ექვსასი) ლარის ფარგლებში.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი