დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1726 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022046 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1726
2016 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობისას საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა “ და „წითელი წიგნის “ შესახებ “ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ “ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის 23 პუნქტისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის №213 დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქსანი-სტეფანწმინდას 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის მიზნით, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ (ს/კ: 204995176 ) მიეცეს უფლება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ მიწის ფართობებზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.10.04.069; №71.63.58.524; №72.10.04.070; №72.10.04.071; №72.08.03.007; №72.08.03.008; №72.08.03.005; №72.08.03.006; №72.08.02.806; №72.02.08.815; №72.02.08.816; №72.02.08.817; №72.02.08.813; №72.02.08.814; №71.61.34.125; №71.61.34.126; №72.02.08.818; №71.61.34.127; №71.61.34.128; №71.61.34.129; №71.61.34.130; №71.61.34.131; №71.61.34.132; №71.61.34.133; №71.63.58.525; №71.61.34.134; №71.61.34.135; №71.61.34.136; №71.61.34.137; №71.61.02.778; №71.61.02.779; №71.61.02.780; №71.61.02.781; №71.61.02.782; №71.61.02.783; №71.61.02.784; №71.56.08.930; №71.56.08.931; №71.56.08.932; №71.56.08.933; №71.56.08.934; №71.56.08.935; №71.56.08.936; №71.56.08.937; №71.56.08.938; №71.56.15.008; №71.56.15.009; №71.63.51.251; №71.63.51.252; №71.63.51.253; №71.56.15.010 და №71.63.51.254) მდებარე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების შემდეგი სახეობები:
ა) მცირენაყოფიანი ბალამწარა (Cerasus microcarpa C. A. Meyer) - 39 (ოცდაცხრამეტი) ინდივიდი;
ბ) ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum M. Bieb. ex Willd) - 304 (სამას ოთხი) ინდივიდი.
2. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ვალდებულია:
ა) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წინასწარ აცნობოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეთა სახეობების ბუნებრივი გარემოდან ამოღების დაგეგმილი ვადების შესახებ;
ბ) ბუნებრივი გარემოდან ამოღებული მერქნული რესურსი დაასაწყობოს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მას მიღება-ჩაბარების აქტით.
3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები