სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე

  • Word
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1716
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022041
  • Word
1716
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022041
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №171 6

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დასადები შეთანხმების თაობაზე

1. „უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის 139 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“,  სამხრეთ კავკასიური მილსადენის ოფციური გაზის კომპანიასა (South Caucasus Pipeline Option Gas Company Limited) და საქართველოს მთავრობას შორის დასადები შეთანხმება.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთანხმებას, საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ.

3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ განკარგულების გამოცემის მიზნით წარმოდგენი ლი დოკუმენტაცია (გარდა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტისა) და ინფორმაცია (მათ შორის, პროექტის განმარტებითი ბარათი) მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი