დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 325 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 03/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.040.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №325
2003 წლის 29 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 სექტემბრის №522 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში გემის ეკიპაჟის, მგზავრთა, მათი ბარგის და ხელბარგის, ტრანსპორტის, ტვირთის რეგისტრაციის, სასაზღვრო-მიგრაციული და საბაჟო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.5 პუნქტი:
„5.5. საქართველოს საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის (გადაზიდვის და/ან სხვა სატვირთო ოპერაციების) უფლებამოსილებას ახორციელებს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციას.“
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები