სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1715
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022070
  • Word
1715
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022070
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1715

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა  და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის მეორე პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ -სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 17 აგვისტოს №5/42746 გადაწყვეტილება დაბა ადიგენში, ჭავჭავაძის ქუჩა №2-ის მიმდებარედ არსებული 2760.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (პარკის ტერიტორია) (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №61.05.21.226) ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

პრემიერ-მინისტრი                                                             გიორგი კვირიკაშვილი