„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1714
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022072
  • Word
1714
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022072
„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1714

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

„შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ნოემბრის №1437 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სამოქალაქო აეროპორტების განვითარების სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ წინაშე მდგარი მრავალმხრივი ამოცანების ეფექტურად და კომპლექსურად გადაწყვეტის მიზნით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ სამეთვალყურეო საბჭო განისაზღვროს შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე;

ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

გ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ე) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

ვ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე;

ზ) საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე.“.

2. ამ განკარგულების შესრულების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                          გიორგი კვირიკაშვილი