„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 90/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/09/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 05/04/2018
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.016201
90/04
05/09/2016
ვებგვერდი, 06/09/2016
220090000.18.011.016201
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №90/04

2016 წლის 5 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 7 თებერვლის №33/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-14 და მე-15 პუნქტები:

„14. მისო, რომელიც ახორციელებს ნაღდ ფულთან დაკავშირებულ ოპერაციებს, ვალდებულია არამეწარმე ფიზიკური პირისგან ყოველგვარი საზღაურის და შეფერხების გარეშე განახორციელოს „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის №4 დადგენილებით განსაზღვრული I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა ან გადაცვლა სხვა ნომინალის ლარის ბანკნოტებზე ან მონეტებზე (გარდა ყალბი ლარის ბანკნოტების და მონეტებისა).

15.  მისო ვალდებულია არ დაუშვას „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება-გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის №4 დადგენილებით განსაზღვრული II კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი კომერციულ ბანკში ჩაბარება ან გამოცვლა. “.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე