სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1647
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022036
  • Word
1647
15/08/2016
ვებგვერდი, 08/09/2016
000000000.00.003.022036
სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1647

2016 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს მიეცეს თანხმობა, სააგენტოს ბალანსზე რიცხული, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში მდებარე შენობის (ს/კ: 671740220) პირველი სართული (2 ოთახი 61.64 კვ.მ ), აუქციონის გარეშე, უსასყიდლოდ, სარგებლობის უფლებით, ხუთი თვის ვადით, ბიბლიოთეკის მოწყობის მიზნით გადასცეს შპს „გამომცემლობა ინდიგოს“ (ს/ნ: 405089434).

2. მხარეებს შორის ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდეს ამ განკარგულების ძალაში შესვლიდან    3 თვის ვადაში.

 

პრემიერ-მინისტრი                           გიორგი კვირიკაშვილი