საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1645
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022034
  • Word
1645
15/08/2016
ვებგვერდი, 08/09/2016
000000000.00.003.022034
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1645

2016 წლის 15 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობაში გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს (შემდგომში – ცენტრი) მიეცეს თანხმობა, მის ბალანსზე რიცხული, დანართით განსაზღვრული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ, 2 წლის ვადით, აუქციონის გარეშე, სარგებლობის უფლებით გადასცეს შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებს:

ა) სს „რუსთავის სამშობიარო სახლს“;

ბ) შპს „სიხარული“ – თელავის სამშობიარო სახლს;

გ) სს „იავნანას“;

დ) შპს „ჯუმბერ გოგიაშვილის კლინიკას“.

2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ცენტრმა უზრუნველყოს დანართით განსაზღვრული ახალშობილთა სმენის სკრინინგის აპარატების ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი გამოყენების სახარჯი მასალის გადაცემა ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებზე.

3. ამ განკარგულების პირველი და მე-2 პუნქტების შესრულების მიზნით, ცენტრმა უზრუნველყოს მოძრავი ქონების გადაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

პრემიერ-მინისტრი                    გიორგი კვირიკაშვილი