ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1712
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022032
  • Word
1712
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022032
ავღანეთში ნატოს ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ვაქცინაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1712

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

ავღანეთში ნატოს  ახალ მისიაში - „მტკიცე მხარდაჭერის მისია“ (Resolute Support Mission – RSM) მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი  შემადგენლობის ვაქცინაციის  მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად, ავღანეთში ნატოს  ახალ მისიაში - მტკიცე მხარდაჭერის მისია (Resolute Support Mission – RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი  შემადგენლობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად:

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა თავის ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესყიდული ფარმაცევტული პროდუქტი (ამ პროგრამების/პროექტების მიზნობრივი ჯგუფის მიუხედავად) - პოლიომიელიტის საწინააღმდეგო  ბივალენტური ორალური ვაქცინა - 800 (რვაასი) დოზა, მოხმარების მიზნით გადასცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყონ ამ განკარგულების პირველი  პუნქტის შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                            გიორგი კვირიკაშვილი