საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1710
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022030
  • Word
1710
24/08/2016
ვებგვერდი, 09/09/2016
000000000.00.003.022030
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1 710

2016 წლის 24 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის საპროექტო, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (შემდგომში − სააგენტო) საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებსა და მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „საქა რთვე ლოს 2016 წ ლი ს სახე ლმწი ფო ბი უჯეტი ს შესახებ “ საქართვე ლოს კანონი თ სააგენტ ოს თვი ს გამ ოყო ფი ლ ასიგნება თა ფა რგლებ ში .

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით, მე-11 და მე-12 მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.

 

პრემიერ-მინისტრი                       გიორგი კვირიკაშვილი