დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1700 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/09/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022023 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1700
2016 წლის 17 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოსათვის, არაუმეტეს 65 560 (სამოცდახუთი ათას ხუთას სამოცი) ლარის ფარგლებში, კომპიუტერული მოწყობილობების (CPV - 30211000; 30213000; 30232000; 30216000; 30237000; 30233000; 30234000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ბ) სსიპ – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სახანძრო და სამაშველო ავტომანქანებზე განსათავსებლად, არაუმეტეს 5 200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ფარგლებში, მობილური ტელეფონების (CPV – 32250000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
გ) სსიპ – „112“-ს, ქ. რუსთავში მშენებარე ალტერნატიული ცენტრისთვის, არაუმეტეს 9 612 (ცხრა ათას ექვსას თორმეტი) ლარის ფარგლებში, საოჯახო ტექნიკის (CPV – 39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
დ) სსიპ – „112“-ს, ქ. რუსთავში მშენებარე ზარების მიმღები ცენტრისთვის, ალტერნატიული კავშირისთვის, არაუმეტეს 1536 ლარი (ერთი ათას ხუთას ოცდათექვსმეტი) ლარის ფარგლებში, მობილური ტელეფონების და რაციების (CPV-32200000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე;
ე) სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, ქ. გარდაბანში, აღმაშენებლის III-ის №2 შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენებული ახალი შენობისთვის, არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარის ფარგლებში, ტელევიზორების (CPV – 32320000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები