დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 324 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 29/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 67, 03/07/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310.050.020.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №324
2003 წლის 29 ივნისი
ქ.თბილისი
„საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებაში დამატების შეტანის თაობაზე
1. „საქართველოს აეროპორტებში საერთაშორისო და ლიტერულ რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 16 იანვრის №01 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში საერთაშორისო რეისებზე მგზავრთა საბაჟო, სასაზღვრო-საპასპორტო კონტროლის განხორციელებისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის წესების შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 4.9 პუნქტი:
„4.9. საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დაკარგვის შემთხვევაში, როდესაც საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შენახვის (გადაზიდვის და/ან სხვა ოპერაციების) უფლებამოსილებას ახორციელებს აეროპორტის ადმინისტრაცია, საბაჟო გადასახდელების გადახდის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი აეროპორტების ადმინისტრაციას“.
ედუარდ შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები